DISARMEX C96

DISARMEX C96

ყალიბის გამომყოფი ზეთი ხისა და ფოლადის ყალიბებისთვის

აღწერა

DISARMEX C96 არის მინერალურ ზეთზე დაფუძნებული ყალიბის გამომყოფი საშუალება, რომელიც შემუშავებულია ბეტონის ჩამოსხმის შემდეგ ყალიბების ადვილად მოსაცილებლად და გლუვი ზედაპირის მქონე ბეტონის მისაღებად.

გამოყენების სფეროები

გამოიყენება ყველა ტიპის ყალიბის სისტემაში, მათ შორის:

  • ლითონის
  • ხის
  • პლასტმასის

განსაკუთრებით რეკომენდებულია ფოლადის ყალიბებისთვის, რომლებიც დაბალშთანთქმადი ან არაშთანთქმადია.

მახასიათებლები

  • უზრუნველყოფს სუფთა და გლუვ ბეტონს.
  • საშუალებას აძლევს ყალიბს ადვილად და სწრაფად გამოეყოს ბეტონს.
  • ამარტივებს ყალიბის გაწმენდას.
  • არ ტოვებს ლაქებს ყალიბზე.
  • ახანგრძლივებს ყალიბის სიცოცხლეს. არ შეიცავს გამხსნელებს.
  • ხელს უშლის ჟანგის წარმოქმნას.

მოხმარება

1 ლიტრი მასალით შესაძლებელია დაფარვა:

  • 20 – 50 მ² ხის ყალიბებზე
  • 40 – 60 მ² ლითონის ყალიბებზე

გამოყენება

  • ყალიბის ზეთის გამოყენება უნდა მოხდეს ჩამოსხმამდე 2-3 საათით ადრე.
  • მასალა გამოყენებამდე კარგად უნდა მოურიოთ.
  • მასალა გამოიყენება შესხურებით ან ფუნჯით/ლილვაკით.
  • შეიძლება გამოყენებულ იქნას 1 ან 2 ფენად შეწოვის სიჩქარის მიხედვით.

უსაფრთხოება

  • არ დაუშვათ მასალის კონტაქტი კანსა და თვალებთანკონტაქტის შემთხვევაში:დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით
  • ყლაპვის შემთხვევაში:დალიეთ რამდენიმე ჭიქა წყალი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას
  • თვალში მოხვედრისას ჩამოიბანეთ ბევრი წყლით და მიმართეთ ექიმს
  • გამოყენებისას აუცილებელია ხელთათმანების ტარება დამცავი ნიღბისა და სათვალის გამოყენება

ტექნიკური მონაცემები

მასალის სტრუქტურა: მოყვითალო სითხე, დაფუძნებული მინერალურ ზეთზე

სიმკვრივე: 0.86 კგ/ლიტრი

გამოყენების ტემპერატურა: > 0°C

შენახვა

თავდაპირველ შეფუთვაში +5°C / +25°C ტემპერატურაზე მშრალ, დაცულ და ვენტილირებად გარემოში, ყინვისა და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულად შენახვისას, მისი ვადა 1 წელზე მეტია.

შეფუთვა

30 ლიტრი (25 კგ) დრამი

208 ლიტრი (173 კგ) კასრი

1000 ლიტრი (830 კგ) IBC